ელექტრონული ჟურნალი
სკოლის შესახებ
კრეატიული განათლების სკოლა არის საბაზო–საშუალო საფეხურის (VII-XII კლასები) კერძო სკოლა, რომელიც შექმნილია მრავალწლიანი გამოცდილების გათვალისწინებით.

სკოლის მთავარი განმასხვავებელი ნიშანია, მისი მიდგომები სასწავლო პროცესის მიმართ. მაღალი ხარისხის მიღწევისა და შენარჩუნების მიზნით სკოლა შექმნილია მხოლოდ 50 მოსწავლიან კონტიგენტზე. გამოცდილება გვიჩვენებს, რომ მცირე კონტიგენტის შემთხვევაში უფრო მაღალი შედეგები მიიღწევა. ყოველდღიური ურთიერთობა მოსწავლეს, მის მშობელსა და სკოლას შორის მნიშვნელოვნადაა გაადვილებული, რაც თავის მხრივ ქმნის მაქსიმალურად მეგობრულ და კომფორტულ გარემოს.


მასწავლებლები
კრეატიულ განათლების სკოლაში მუშაობენ მაღალი კვალიფიკაციის მქონე პედაგოგები. მათ უმრავლესობას გააჩნია ხარისხი და საერთაშორისო კვალიფიკაციის სერთიფიკატი. გარდა მაღალი აკადემიური დონისა, პედაგოგები და თანამშრომლები შერჩეული არიან მათი პიროვნული თვისებების გათვალისწინებით, ეს ფაქტორი კი მნიშვენლოვანია იმისათვის, რომ მაქსიმალურად კონსტრუქციული, პროფესიონალური და ჰარმონიული გარემო არსებობდეს სკოლაში. ყველაფერი ეს, ჩვენი ღრმა რწმენით, მნიშვნელოვანია მაქსიმალური შედეგების მიღწევისათვის, როგორც მოსწავლის აკადემიური, ასევე პიროვნული განვითარებისათვის.


კახაბერ წამალაიძე - სკოლის დირექტორი
თინათინ ვასაძე- აკადემიური ხელმძღვანელი
ეკა წამალაიძე - სკოლის ადმინისტრატორი
ცირა გოგებაშვილი - ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი
გრიგოლ ძოწენიძე - ისტორიის პედაგოგი
ნესტან მელიქიძე - გეოგრაფიის პედაგოგი
ნანა დათუკიშვილი- მათემატიკის პედაგოგი
ნონა ბუთხუზი - მათემატიკის პედაგოგი
სალომე ჩიბურდანიძე- ინგლისური ენის პედაგოგი
ნინო მურცხვალაძე- ინგლისური ენის პედაგოგი
ელენე სოფრომაძე- რუსული ენის პედაგოგი
ეკა ვარდიაშვილი- ბიოლოგიის პედაგოგი
მარინა მალაშხია - ქიმიის პედაგოგი
ლიანა ოდიშარია- ფიზიკის პედაგოგი
ნატო ფირცხალავა- ხელოვნების პედაგოგი
ზურაბ კვერნაძე - მუსიკის პედაგოგი
მანანა ცოცხალაშვილი - სპორტის პედაგოგი
ნოდარ აფხაძე - სამოქალაქო განათლება/მოქალაქეობა/მსოფლიო ლიტერატურა/სახელმწიფო და სამართალი