ელექტრონული ჟურნალი
მიღების პროცედურები
მიღების პროცედურები / ძირითადი სასწავლო პროგრამები / კომერციული დამატებითი პროგრამები /
საბაზო–საშუალო განათლება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპია მოზარდის ცხოვრებაში. ამ ასაკში ხდება მისი მიზნების დასახვა და მომავლის დაგეგმვა თუ რა მიმართულებას ან სპეციალობას აირჩვეს ის. სწორედ ამიტომ შესაბამისი სკოლის შერჩევა მნიშვნელოვანი და საპასუხსიმგებლოა. ჩვენ იმედი გვაქვს რომ ჩვენი ვებ გვერდის საშუალებით თქვენ მაქსიმალურ ინფორმაციას მიიღებთ იმისათვის, რომ აირჩიოთ ჩვენი სკოლა. დამატებითი ინფორმაციის მიღების სურვილის შემთხვევაში გთხოვთ დაუკავშირდეთ სკოლის ადმნისტრაციას ნომერზე + 995 32 225 2002 ან ელ ფოსტის საშუალებით: info@ceschool.ge.

მიღების პირობები:
    კრეატიული განათლების სკოლაში ჩარიცხვის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტები:
  • შევსებული სააპლიკაციო ფორმა
  • ბოლო აკადემიური წლის ნიშნების ფურცელი.
  • ორი ფოტო სურათი (მეორე მხარეს გთხოვთ მიუთითოთ მოსწავლის სახელი და გვარი).

    • წარმატებულმა კანდიდატებმა ჩარიცხვის შემთხვევაში, დამატებით უნდა წარმოადგინონ:

  • დაბადების მოწმობა
  • პირადი საქმე
  • ჯანმრთელობის ცნობა


  • მოსწავლეები მიიღებიან გასაუბრების საფუძველზე.


საოჯახო ფასდაკლება:
თუ ერთი ოჯახიდან სწავლობს 2 მოსწავლე, მათი წლიური გადასახადი მცირდება 5%-ით თითოეულ მოსწავლეზე, 3 ან მეტი მოსწავლის შემთხვევაში 10%-ით თითოეულ მოსწავლეზე.