ელექტრონული ჟურნალი
სკოლები
სკოლები
დასახელება
სკოლები
ხანგრძლივობა
1-2 თვე
ფასი
123 ₾
ადგილმდებარეობა
გერმანია
ინგლისური ენა (ინგლ. English language) — ენა, რომელიც მიეკუთვნება ფრიზიულ ენათა ჯგუფს. ინგლისური ენა, თავის მხრივ, ინდოევროპული ენათა ქვეოჯახის, დასავლეთ გერმანულ ენათა შტოს წარმოადგენს.

ინგლისური ენა ყველაზე ახლოს დგას ე. წ. ფრიზიულ ენასთან. იგი ასევე მეტ-ნაკლებ სიახლოვეს ავლენს ნიდერლანდურ ენასთან და გერმანული ენის დიალექტებთან. გარკვეული სიახლოვე შეიმჩნევა აგრეთვე სალიტერატურო გერმანულ ენასთან.

V საუკუნეში დღევანდელი დანიისა და ჩრდილოეთგერმანიის ტერიტორიიდან გადმოსახლებულან ანგლები, საქსები და იუტები და დამკვიდრებულან თანამედროვე ინგლისის ტერიტორიაზე. ამ ტომთა ენების, ან დიალექტების საფუძველზე ჩამოყალიბდა შერეული ენა, რომელიც თანამედროვე ინგლისურის ფუძე-ენას წარმოადგენს. ინდოგერმანულ ენათა საწყისი ენა, იგივე პროტო-ინდოგერმანული ენა კი, სავარაუდოდ, ჩვ. წ.-ის V საუკუნის დადგომამდე ბევრად ადრე, დაახლოებით 5000 წლის წინათ უნდა არსებულიყო.